ოთხშაბათი, 22 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ხარაგაულის გამგებლის მოვალეობას პაატა გოგოლაძე შეასრულებს

10 აგვისტო, 2016 • ნესტან ჩაგელიშვილი • 1

ხარაგაულის გამგებლის მოვალეობას პაატა გოგოლაძე შეასრულებს

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგებელმა კობა ლურსმანაშვილმა თანამდებობა დატოვა. თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადება მაჟორიტარობის კანდიდატად დასახელების გამო დაწერა. ის “ქართული ოცნების” მაჟორიტარობის კანდიდატია ხარაგაულსა და ბაღდათში.

გამგებლის განცხადება დღეს ბიურო დააკმაყოფილა. გამგებლის მოვალეობას, მისი პირველი მოადგილე პაატა გოგოლაძე შეასრულებს.