რიოს ოლიმპიადაზე ძიუდოში კაცთა შორის -90 კგ. წონით კატეგორიაში ვარლამ ლიპარტელიანმა ვერცხლის მედალი მოიპოვა. ლიპარტელიანმა პირველ წრეში დაისვენა, მეორე წრეში კი ტაჯიკ კომრონშოხ უსტოპირიონს დაუპირისპირდა, მეტოქე იპონით დაამარცხა. მერვედფინალში ქართველმა სპორტსმენმა ოვინი უერასთან იჭიდავა, იპონით სძლია და მეოთხედფინალში გავიდა. მეოთხედფინალში ვარლამ ლიპარტელიანი ოტგონბაატარ ლხაგვასურებს შეეჭიდა და მონღოლ სპორტსმენს 2 შიდოთი აჯობა. ნახევარფინალში ლიპო კორეელ დონგან დვაკს დაუპირისპირდა და იპონით დაამარცხა. ფინალში ვარლამ ლიპარტელიანი იაპონელ მაშუ ბეკერს დაუპირისპირდა. იაპონელმა ქართველი მოჭიდავე იუკოთი დაამარცხა. ვარლამ ლიპარტელიანი მეორე ადგილის მფლობელი გახდა.
ვარლამ ლიპარტელიანმა რიოს ოლიმპიადაზე ვერცხლი მედალი მოიპოვა
11 აგვისტო, 2016 • ანი ლიპარიშვილი • 66
ფინალში ქართველი მოჭიდავე იაპონელ მაშუ ბეკერს დაუპირისპირდა.
თეგები: ოლიმპიადა • საქართველო • ძიუდო
ასევე წაიკითხეთ
სხვა ამბები