ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ საღანძილეს მოსახლეობამ დღეს საპროტესტო აქცია გამართა. აქციას პარტია “თავისუფალი საქართველოს“ აქტივისტებიც შეუერთდნენ. იმერეთის ორგანიზაციის თავმჯდომარის, გოგი წულაიას თქმით, პროტესტი რკინიგზის მშენებლობის შედეგად გამოწვეულ პრობლემებს უკავშირდება.
სოფელში მცხოვრები მოსახლეობა მშენებლობის გამო ძლიერ მტვერს, ხმაურსა და დისკომფორტს უჩივის, რაც სამუშაო ტექნიკამ გამოიწვია. დაბინძურებულია სოფელ საღანძილეში არსებული მდინარეც. აქციაზე 70-მდე ადგილობრივი მცხოვრები შეიკრიბა.
რკინიგზის მშენებლობამ ხარაგაულის მოსახლეობას პრობლემები შეუქმნა
13 აგვისტო, 2016 • ნესტან ჩაგელიშვილი • 1
ასევე წაიკითხეთ
სარეკლამო ბანერი • 300×250
სხვა ამბები