სამშაბათი, 21 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ქუთაისის აეროპორტში ევროპის მიმართულებით 7 რეისი სექტემბრიდან დაემატება

16 აგვისტო, 2016 • ნესტან ჩაგელიშვილი • 1

ქუთაისის აეროპორტში  ევროპის მიმართულებით 7 რეისი სექტემბრიდან დაემატება

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში დამატებითი ინფრასტრუქტურის მშენებლობა იგეგმება, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა დღევანდელ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

„ჩვენ დღეს გამოგვაქვს ქუთაისის აეროპორტში დამატებითი ინფრასტრუქტურის მშენებლობის საკითხი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია გაზრდილი მგზავრთა ნაკადის მომსახურებისთვის“, – განაცხადა კვირიკაშვილმა.

პრემიერის თქმით, 23 სექტემბრიდან ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ევროპის მიმართულებით 7 ახალი რეისი დაემატება. მისივე თქმით, ეს იძლევა ძალიან შეღავათიან ფასად ევროპის მიმართულებით მგზავრობის საშუალებას.
ამასთან, გიორგი კვირიკაშვილმა იმედი გამოთქვა, რომ საქართველო წელს მიიღებს ვიზალიბერალიზაციის საკითხზე საბოლოო გადაწყვეტილებას.

პრემიერ-მინისტრის თქმით, ასევე ამბროლაულში იგეგმება აეროპორტის მშენებლობა, რაც ხელს შეუწყობს რაჭაში ადგილობრივების დამაგრებასა და აქ ტურიზმის განვითარებას.

თეგები: აეროპორტიმთავრობაპრემიერი