სამშაბათი, 21 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ქუთაისში ბავშვებისთვის უფასო ატრაქციონები დაიდგმება

22 აგვისტო, 2016 • ნესტან ჩაგელიშვილი • 1

ქუთაისში ბავშვებისთვის უფასო ატრაქციონები დაიდგმება

„ზაფხულის საღამოების“ ფარგლებში ქუთაისში ბავშვებისთვის ატრაქციონები დაიდგმება. ატრაქციონები ქალაქის ცენტრში დამონტაჟდება. ბავშვებისათვის უფასო ის 31 აგვისტოს, 12 სექტემბერს, 19 სექტემბერს და 26 სექტემბერს იქნება.

სურვილის შემთხვევაში, ბავშვებს შესაძლებლობა ექნებათ ისარგებლონ გასაბერი ბატუტით, ჩამოსასრიალებელით, მულტფილმის პერსონაჟების გამოსახულებით.

ატრაქციონების დასამონტაჟებლად მერიამ 2 500 ლარიანი ტენდერი გამოაცხადა.

„ზაფხულის საღამოების“ ფარგლებში ქუთაისში რამდენიმე კონცერტი და სხვადასხვა სახის ღონისძიება გაიმართება. პირველ ეტაპზე გამოცხადებული ტენდერი ჩავარდა, ამიტომ ღონისძიებები 28 აგვისტოდან დაიწყება.

თეგები: ზაფხულის საღამოები