სამშაბათი, 21 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

“მე არ გავურბივარ პასუხისმგებლობას”-გოდერძი ჩანქსელიანი კოდის მოსახლეობას შეხვდა (R)

27 აგვისტო, 2016 • ნიუპრესი • 1

“მე არ გავურბივარ პასუხისმგებლობას”-გოდერძი ჩანქსელიანი  კოდის მოსახლეობას შეხვდა (R)

“ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თეთრიწყაროს მაჟორიტარობის კანდიდატი, გოდერძი ჩანქსელიანი დღეს კოდის მოსახლეობას შეხვდა.

მაჟორიტარობის კანდიდატმა ადგილობრივების პრობლემები მოისმინა. შეხვედრაზე ასევე განისაზღვრა სამომავალი გეგმები.

“მე არ გავურბივარ პასუხისმგებლობას. არ მაქვს იმის შიში, რომ თავს ვერ გავართმევ საქმიანობას. მთელი ცხოვრების განმავლობაში ურთიერთობა მქონდა ხალხთან, ამის გამოცდილება ნამდვილად მაქვს. ამდენად, მსურს ჩემი ეს გამოცდილება, ცოდნა გავუზიარო მათ, გავითავისო ამ რაიონის ყველა საჭირბოროტო საკითხი და მოსახლეობასთან ერთად გადავწყვიტო პრობლემები”, – განაცხადა გოდერძი ჩანქსელიანმა.

თეგები: არჩევნები 2016პოლიტიკა