სამშაბათი, 21 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

„მე მივდივარ არჩევნებზე“-პროექტი ამომრჩეველთა გააქტიურებისათვის

30 აგვისტო, 2016 • ნესტან ჩაგელიშვილი • 1

„მე მივდივარ არჩევნებზე“-პროექტი ამომრჩეველთა გააქტიურებისათვის

არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად დაწყებული კამპანია გრძელდება. პროექტის „მე მივდივარ არჩევნებზე“ ფარგლებში დღეს მოსახლეობას ბუკლეტები დაურიგდა. პროექტის ოფიცერის ციცი ჯინჯიხაძის განცხადებით, პროექტის მიზანია მოსახლეობის ინფორმირებულობა და არჩევნებში მონაწილოების აუცილებლობა.

„ვცდილობთ გაავაქტიუროთ ამომრჩეველი, რომ რაც შეიძება მეტი ამომრჩეველი მივიდეს არჩევნებზე. აქციის ფარგლებში დავარიგეთ ბუკლეტები“,-განაცხადა ციცი ჯინჯიხაძემ.

პროექტი ცესკოსა და საარჩევნო სისტემის განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის მიერ ხორციედება. მის ფარგლებში ტრენინგები ჩაუტარდა აქტიურ ახალგაზრდებს, რომლებიც ჩაერთნენ პროექტში.

თეგები: არჩევნები 2016საზოგადოება