კვირა, 6 სექტემბერი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ბიძინა ივანიშვილის მონაწილეობით ახალი გადაცემა იწყება

1 სექტემბერი, 2016 • ნიუპრესი • 25

ბიძინა ივანიშვილის მონაწილეობით ახალი გადაცემა იწყება

GDS-ის წინასაარჩევნო პროექტი “შეხვედრები რეგიონულ მედიასთან” ეთერში რეგიონებიდან გავა.

GDS-ის ახალი პროექტი – “შეხვედრები რეგიონულ მედიასთან” იწყება, რომელშიც ბიძინა ივანიშვილი მონაწილეობას სტუმრის სტატუსის მიიღებს. პროექტის პირველი გადაცემა 12:00 საათზე აჭარიდან გავა პირდაპირ ეთერში.

გადაცემის თანაწამყვანები ჟურნალისტები მიშა ფეიქრიშვილი და ნათია თოიძე იქნებიან.

როგორც მიშა ფეიქრიშვილმა განაცხადა, ეს არ იქნება ბიძინა ივანიშვილის გადაცემა, ეს იქნება GDS-ის წინასაარჩევნო პროექტი, რომელშიც მონაწილეობას ყოფილი პრემიერ-მინისტრი მიიღებს.

მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილი გადაცემაში იქნება სტუმარი, რომელიც წამყვანების შეკითხვების გარდა, სხვა ჟურნალისტების კითხვებსაც უპასუხებს. გადაცემა კვირაში ერთხელ, პირდაპირ ეთერში გავა.

”საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან გავალთ ეთერში, გადაცემაში მოვიწვევთ ადგილობრივ ჟურნალისტებსაც და მათ საშუალება ექნებათ დასვან შეკითხვები. დასკვნითი გადაცემა თბილისიდან იქნება”, – განაცხადა მიშა ფეიქრიშვილმა.

მომდევნო გადაცემები სხვადასხვა რეგიონიდან გავა ეთერში.

თეგები: ბიძინა ივანიშვილიგადაცემარეგიონები