ოთხშაბათი, 22 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ქუთაისში სააგიტაციო მასალების განსათავსებლად 11 სტენდი გამოიყო

1 სექტემბერი, 2016 • ნესტან ჩაგელიშვილი • 1

ქუთაისში სააგიტაციო მასალების განსათავსებლად  11 სტენდი გამოიყო

2016 წლის არჩევნებისათის სააგიტაციო პლაკატების გასაკრავად 11 სტენდი გამოიყო. სტენდები წლების წინ განთავსდა ქალაქში. მიმდინარე წლის 13 ივნისს მერის მიერ გამოცებული ბრძნების თანახმად, სააგიტაციო ადგილებს ორი დაემატა. პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს აგიტაციის ჩატარება ახალგაზრდობის პარკსა და ხარაზოვის ბაღში არსებული შენობაში შეუძლიათ.

სააგიტაციო მასალის განთავსების წესის დარღვევის შემთხვევაში ადგილობრივი თვითმმართველობა დამრღვევს 50 ლარით დააჯარიმებს.

პლაკატების გაკვრა აკრძალულია საკულტო ნაგებობებზე, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე, სახელმწიფო ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების, სასამართლოების, პროკურატურის, სამხედრო შენაერთებისა და პოლიციის შენობების ინტერიერსა და ექსტერიერში, საგზაო ნიშნებზე, აგრეთვე ქალაქ ქუთაისის ტერიტორიაზე არსებულ გარეგანათების ბოძებზე.

ჯარიმა დაეკისრება, მათაც, ვინც არჩევნების დასრულების შემდეგ სააგიტაციო მასალებს არ ჩამოხსნის. თუმცა ამ დრომდე მსგავსი პრეცენტენტი არ ფიქსირდება. წინა არჩევნების ნარჩენები ქალაქში ამ დრომდე რჩება.

თეგები: არჩევნები 2016სააგიტაციო მასალები