კვირა, 6 სექტემბერი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

რომან მუჩიაშვილი სოფლების მოსახლეობას შეხვდა (R)

2 სექტემბერი, 2016 • ნიუპრესი • 20

რომან მუჩიაშვილი სოფლების მოსახლეობას შეხვდა   (R)

მაჟორიტარობის კანდიდატმა ხელისუფლების მიერ განხორციელებულ და განსახორციელებელ პროექტებზე ისაუბრა.

“ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” საგარეჯოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, რომან მუჩიაშვილი წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში პატარა ჩაილურის, დიდი ჩაილურისა და მანავის სოფლების ამომრჩეველს შეხვდა.

მაჟორიტარობის კანდიდატი მოსახლეობას ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების მიერ განცხორციელებული და განსახორციელებელი პროექტების შესახებ ესაუბრა.

“საგარეჯოს მუნიციპალიტეტში არაერთი მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული თუ სოციალური პროექტი ხორციელდება. მუნიციპალიტეტის მასშტაბით გაზიფიცირებულია თითქმის ყველა სოფელი, ხოლო დარჩენილი სოფლები 2017 წლის ბოლომდე გაზიფიცირდება. იგება გზები, რეაბილიტაცია უტარდება არაერთ სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებას. ასევე დაინერგა სახელმწიფო პროგრამები, რომლებიც სოფლის მეურნეობისა და ბიზნესის განვითარებას უწყობს ხელს. თუმცა, ამის მიუხედავად გასაკეთებელი კიდევ ბევრია, ჩვენ გვინდა რომ ქვეყანა კიდევ უფრო განვითარდეს და კიდევ უფრო დიდ წარმატებებს მიაღწიოს”, – განაცხადა რომან მუჩიაშვილმა მოსახლეობასთან შეხვედრის დროს.

თეგები: არჩევნები 2016პოლიტიკა