ხუთშაბათი, 23 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ირაკლი შიოლაშვილი სოფელ ნუკრიანის მოსახლეობას შეხვდა(R)

2 სექტემბერი, 2016 • ნიუპრესი • 1

ირაკლი შიოლაშვილი  სოფელ ნუკრიანის მოსახლეობას შეხვდა(R)

“ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ მაჟორიტარობის კანდიდატი სიღნაღსა და დედოფლისწყაროში, ირაკლი შიოლაშვილი სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ნუკრიანის მოსახლეობას შეხვდა.

შეხვედრამ კითხვა-პასუხის რეჟიმში ჩაიარა. კანდიდატმა ამომრჩეველს ,,ქართული ოცნების“ სამოქმედო გეგმა გააცნო. შიოლაშვილის თქმით, განვითარების პროცესი დაწყებულია და მნიშვნელოვანია, რომ ეს ტენდენცია 8 ოქტომბრის შემდეგ კიდევ უფრო სწრაფი ტემპით გაგრძელდეს.

„ამ სოფელს სჭირდება ტურისტული კუთხით განვითარება და ხელშეწყობა.ამისათვის ინფრასტრუქტურის მოწყობაა საჭირო. მნიშვნელოვანია ასევე, ახალგაზრდებისთვის გასართობი ადგილებისა და სპორტული მოედნების მოწყობა“,-განაცხადა მაჟორიტარობის კანდიდატმა.

ირაკლი შიოლაშვილმა მოსახლეობას “მთის კანონის“ შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.

„თქვენი სოფელი მაღალმთიანია. ჩვენ მივიღეთ კანონი, რომელმაც მთას უნდა უშველოს. ამ კანონით გათვალისწინებული შეღავათები მიგრაციას შეაჩერებს“,- აღნიშნა შეხვედრაზე მაჟორიტარობის კანდიდატმა.

თეგები: არჩევნები 2016პოლიტიკა