2016 წლის 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე 26 პოლიტიკურ სუბიექტს საარჩევნო ნომრები მიენიჭა.
„სახალხო ხელისუფლება“ არჩევნებში მონაწილეობას 11 ნომრით მიიღებს.
დავით თევზაძეს (”საქართველო მშვიდობისათვის”) 14 ნომერი ერგო,
„ზვიადის გზა უფლის სახელით“ – 28,
„საქართველოს კომუნისტური პარტია სტალინელები ივანე წიკლაური” – 12,
„საქართველო“ – 17,
„ევროპელი დემოკრატები“- 13.
„საქართველოს კონსერვატიული მონარქისტული პარტია“ – 21,
„საქართველოს ეროვნული ერთიანობის პარტია“ – 20,
„საქართველოს ერთიანი კომუნისტური პარტია“ – 16,
„შალვა ნათელაშვილი საქართველოს ლეიბორისტული პარტია“ – 10,
„მერაბ კოსტავას საზოგადოება“ – 22,
„ქართული იდეა“ – 18,
„კახა ძაგანია სოსო შატბერაშვილი, პაატა ჯიბლაძე, არჩილ ბენიძე, მემარცხენე ალიანსი“ – 25,
„თამაზ მეჭიაური ერთიანი საქართველოსთვის“ – 7,
„ირაკლი ალასანია – თავისუფალი დემოკრატები“ – 27,
„ეროვნულ-დემოკრატიული პარტია (ედპ)“ – 29,
„მშრომელთა სოციალისტური პარტია“ – 15,
„ჩვენი საქართველო ბადრი პატარკაციშვილის საარჩევნო შტაბი“ – 30,
„გიორგი ლაღიძე მომავალი საქართველო“ – 24,
„ჯონდი ბაღათურია ქართული დასი“ – 4,
„პროგრესულ-დემოკრატიული მოძრაობა თქვენგან, თქვენთვის, თქვენთან ერთად“-2,
„ეროვნული ფორუმი“ – 26,
„უსუფაშვილი – რესპუბლიკელები“ – 6,
„ახალი პოლიტიკური ცენტრი გირჩი“ – 9.
საარჩევნო ბლოკი „თოფაძე-მრეწველები ჩვენი სამშობლო“ არჩევნებში 19,
ხოლო საარჩევნო ბლოკი „ჩვენები სახალხო პარტია“ 23 .
გარდა ამისა, უკვე არსებული ნომრებით მიიღებენ არჩევნებში მონაწილეობას პარტიები:
”ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” 5 ნომრით,
”პაატა ბურჭულაძე-სახელმწიფო ხალხისთვის” – 1,
”ნინო ბურჯანაძე – დემოკრატიული მოძრაობა” – 3 ,
”დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი – საქართველოს პატრიორთა ალიანსი გაერთიანებული ოპოზიცია” – 8,
”ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველო” – 41.