ორშაბათი, 7 სექტემბერი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ბაგა-ბაღების გაერთიანების სასამართლო პროცესი ხმაურით დასრულდა

6 სექტემბერი, 2016 • ნესტან ჩაგელიშვილი • 21

ბაგა-ბაღების გაერთიანების სასამართლო პროცესი ხმაურით დასრულდა

გაერთიანების იურისტმა ყოფილი გამგის, მაკა აბულაძის მეუღლეს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.

ქუთაისის სასამართლოში მიმდინარე პროცესი ხმაურით დასრულდა. პროცესზე, სადაც #13 საბავშვო ბაღის ყოფილი გამგის სარჩელი განიხილებოდა, ააიპ „ბაგა-ბაღების გაერთიანების“ ადვოკატმა მოპასუხე მხარეს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.

„პროცესზე რამაზ იობიძემ რამდენიმე შუამდგომლობა დააყენა, მაგრამ არგუმენტების არ ქონის გამო მოსამართლემ შუამდგომლობები არ დააკმაყოფილა. ამის შემდეგ მთელი პროცესის განმავლობაში აგრესიული იყო. სხდომის დასრულების შემდეგ გარეთ გამოსულმა დაიწყო შეურაცხყოფა. სხდომას ჩემი ოჯახის წევრები ესწრებოდნენ, მათ შენიშვნა მისცეს, რის შემდგომაც შეაგინა ჩემს მეუღლეს. ძალიან ცუდად ვარ, არ ვიცი, როდემდე უნდა გაგრძელდეს ასეთი შეურაცხყოფა ჩემი ოჯახის მიმართ. უსაფუძვლოდ გამათავისუფლეს და ახლაც უსაფუძვლოდ ცდილობენ ჩემს დადანაშაულებას“, -განაცხადა მაკა აბულაძემ.

რამაზ იობიძე ამ დროისთვის კომენტარს არ აკეთებს, მის განცხადებით, მოგვიანებით საკითხთან დაკავშირებით კომენტარი “ბაგა-ბაღების გაერთიანებაში” გაკეთდება.

პროცესი 14 სექტემბრისთვის გადაიდო, რა დროისათვისაც განაჩენი გამოცხადდება.

12 სექტემბერს კიდევ ერთი გათავისუფლებული გამგის, ზაალ ხონელიძის პროცესია ჩანიშნული.

თეგები: ბაგა-ბაღების გაერთიანებაშეურაცხყოფა