კვირა, 6 სექტემბერი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

მერაბ ქვარაია ზუგდიდში მე-15 და მე-16 საარჩევნო უბნის მოსახლეობას შეხვდა(R)

6 სექტემბერი, 2016 • ნესტან ჩაგელიშვილი • 17

მერაბ ქვარაია ზუგდიდში მე-15 და მე-16 საარჩევნო უბნის მოსახლეობას შეხვდა(R)

“ჩემს უბანში შეხვედრა განსაკუთრებით ემოციური იყო”

,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ქალაქ ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი მერაბ ქვარაია ზუგდიდში მე-15 და მე-16 საარჩევნო უბნის მოსახლეობას შეხვდა. კანდიდატმა შეხვედრის მონაწილეებს სამომავლო გეგმები გააცნო და იმ პრიორიტეტებზე ესაუბრა, რომელზეც პარლამენტში გეგმავს მუშაობას.

,,ყოველი შეხვედრა, რომელსაც ჩვენ ვატარებთ ქალაქის ტერიტორიაზე გამოირჩევა მაღალი ინტერესით, არის ძალიან პროდუქტიული, მაგრამ დღევანდელი შეხვედრა იყო განსაკუთრებით ემოციური ჩემთვის, რადგან მე შევხვდი ჩემი უბნის მოსახლეობას. მე აქ დავიბადე და გავიზარდე. მიხარია, რომ ამ ადამიანებისაგან მოდის განსაკუთრებული სითბო და მხარდაჭერა “-განაცხადა,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ქალაქ ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა მერაბ ქვარაიამ.

თეგები: არჩევნები 2016პოლიტიკა