ორშაბათი, 7 სექტემბერი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ღვინისა და ალკოჰოლიანი სასმელების ექსპორტის 8 თვის მონაცემები (R)

8 სექტემბერი, 2016 • ნიუპრესი • 63

ღვინისა და ალკოჰოლიანი სასმელების ექსპორტის 8 თვის მონაცემები (R)

ჩინეთმა ქართული ღვინის ექსპორტიორი ქვეყნების ხუთეულში მესამედან მეორე ადგილზე გადაინაცვლა.

ღვინის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, 2016 წლის აგვისტოს მდგომარეობით, საქართველოდან მსოფლიოს 46 ქვეყანაშიექსპორტირებულია 28 156 547 ბოთლი (0,75 ლ) ღვინო, რაც 42%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიურ მონაცემებს.საანგარიშოპერიოდში ექსპორტირებულია 64,8 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ღვინო, რაც 16%-ითმეტია გასული წლის ამავეპერიოდის მაჩვენებელზე. ექსპორტის მატება აღსანიშნავია როგორც ევროკავშირის ქვეყნების, ისე ჩინეთისა და სხვა ტრადიციული ბაზრების მიმართულებით: ჩინეთი – 184% (3 368 361), უკრაინა – 75% (3 042 192), ბელარუსი – 47% (667 656), რუსეთი – 45% (14 664 610), პოლონეთი – 34% (1367 960), ესტონეთი – 39% (413 364), ყირგიზეთი – 107% (163 966), აშშ – 10% (171 316) იაპონია – 12% (101 448), დიდი ბრიტანეთი – 65% (67 522), ლატვია 9% (772 926) და სხვა. მიმდინარე წლის აგვისტოში ჩინეთმა ქართული ღვინის ექსპორტიორი ქვეყნების ხუთეულში მესამედან მეორე ადგილზე გადაინაცვლა. ექსპორტიორი ქვეყნების პირველი ხუთეული ასე გამოიყურება: რუსეთი (14 664 610), ჩინეთი (3 368 361), უკრაინა (3 042 192) ,ყაზახეთი (2 287 826 ბოთლი) და პოლონეთი (1 367 960). ამასთან, მსოფლიოს 16 ქვეყანაში ექსპორტირებულია 4 804 910 ბოთლი (0,5 ლ) ბრენდი, რაც 31%-ით აღემატება 2015 წლის ამავეპერიოდის მაჩვენებელს. სულ ექსპორტირებულია 11,03 მლნ აშშ დოლარის ღირებულების – ზრდა გასული წლის ანალოგიურპერიოდთანშედარებით 12%-ს აღწევს. მთლიანობაში, ღვინის, ბრენდის, ჭაჭის, ღვინომასალის, ჩამოსასხმელი ბრენდისა დასაბრენდე სპირტის ექსპორტის შედეგადმიღებულმა შემოსავლებმა საანგარიშო პერიოდში 108,7 მლნ აშშ დოლარს მიაღწია. გასული წლის 8 თვის მონაცემებით, ესმაჩვენებელი 82 მლნ აშშ დოლარს შეადგენდა.

თეგები: ეკონომიკაღვინოჩინეთი