ხუთშაბათი, 23 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

არჩილ თალაკვაძემ ოზურგეთის სოფლებში მოსახლეობასთან შეხვედრები გამართა (R)

12 სექტემბერი, 2016 • ნიუპრესი • 1

არჩილ თალაკვაძემ ოზურგეთის სოფლებში მოსახლეობასთან შეხვედრები გამართა (R)

„დაპირება ვერ მუასწარი და უკვე დუუწყიენ“ – ამ სიტყვებით გამოეხმაურა არჩილ თალაკვაძე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში ცენტრალური გზების რეაბილიტაციის პროექტს, რომელიც რვა სექტემბერს დაიწყო.

“ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ოზურგეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი არჩილ თალაკვაძე ოზურგეთის სოფლებში: ასკანაში, მზიანსა და მთისპირში მოსახლეობას შეხვდა.

შეხვედრაზე დეპუტატობის კანდიდატმა ადგილობრივებს საარჩევნო პროგრამა გააცნო. დეტალურად ისაუბრა სამომავლო გეგმებზე, ეკონომიკის, ჯანდაცვისა და სოფლის მეურნეობის სფეროებზე. ყურადღება გაამახვილა სოფლებში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებზე.

„ ვხედავთ, რომ სოფლებში ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურ ფაზაშია, სოფლები ვითარდება, რაც თითოეული ჩვენგანისთვის ძალიან სასიხარულოა. მზად ვარ თქვენთან მუდმივ კონტაქტში ვიყო, რათა დროულად გადავჭრა თქვენი სოფლისთვის მნიშვნელოვანი საკითხები“- აღნიშნა მოსახლეობასთან შეხვედრაზე არჩილ თალაკვაძემ.

თეგები: არჩევნები 2016პოლიტიკა