ორშაბათი, 7 სექტემბერი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

“ჩვენმა გუნდა დაამტკიცა, რომ ქვეყნის მართვა ტერორის გარეშეც შესაძლებელია” (R)

14 სექტემბერი, 2016 • ნიუპრესი • 18

“ჩვენმა გუნდა დაამტკიცა, რომ ქვეყნის მართვა  ტერორის გარეშეც შესაძლებელია” (R)

ლევან კობერიძის შეხვედრა მოსახლოებასთან გრძელდება.

მუხიანისა და გლდანის 22-ე საარჩევნო ოლქში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ლევან კობერიძე მოსახლეობასთან შეხვედრებს აგრძელებს. ლევან კობერიძემ ამომრჩეველს ამჯერად სამომავლო გეგმებზე და „ქართული ოცნების“ ხელისუფლების უპირატესობებზე ესაუბრა. „ჩვენ ვამტკიცებთ, რომ პოლიტიკაში არის წესიერი და პატიოსანი ადამიანების ადგილი. რთულია, მიიღო პოლიტიკაში წასვლის გადაწყვეტილება. თუმცა, უფრო რთულია, ხედავდე შენს თავში ძალას, რომ შეგიძლია, შენი ხალხისა და ქვეყნის გვერდით დგომა და ამისთვის არაფერი გააკეთო. ჩვენ, „ქართული ოცნება“ თქვენთან ერთად შევძლებთ, მოვიტანოთ კეთილდღეობა თითოეულ ოჯახში“,-აღნიშნა ლევან კობერიძემ.

თეგები: არჩევნები 2016პოლიტიკა