ხუთშაბათი, 23 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

კობა ნარჩემაშვილის ძმა ამომრჩევლის მოსყიდვაში მონაწილეობს?

16 სექტემბერი, 2016 • ირინა მაკარიძე • 1

კობა ნარჩემაშვილის ძმა ამომრჩევლის მოსყიდვაში მონაწილეობს?

ქუთაისში, #49 ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის გიგი წერეთელის განცხადებით, ამომრჩეველზე ზეწოლის შემთხვევებში დეპუტატობის კანდიდატის უახლოესი წრე მონაწილეობს. აღნიშნულთან დაკავშირებით “ნიუპრესს” “ნაციონალური მოძრაობის” შტაბში განუცხადეს, საუბარი #49 ოლქში “ქართული ოცნების” კანდიდატის, კობა ნარჩემაშვილის ძმას ლაშა ნარჩემაშვილს უკავშირდება. ერთ-ერთი ქალბატონი, რომელიც წერეთელთან შეხვედრისას მისი მოსყიდვის მცდელობაზე საუბრობს, აღნიშნავს, როდესაც მას რამდენჯერმე შესთავაზეს “ქართული ოცნების” სასარგებლოდ მუშაობა, ერთ-ერთი ასეთი საუბრის დროს, ავტომანქანაში კობა ნარჩემაშვილის ძმა, ლაშა ნარჩემაშვილი იმყოფებოდა.

წერეთელის თქმით, ამის მიზანი, ალბათ, ის იყო, რომ საუბარს უფრო სერიოზული სახე მისცემოდა. „ხელისუფლების კანდიდატები მეტად უნდა იცავდნენ კანონს“, – აცხადებს გიგი წერეთელი.

საკითხთან დაკავშირებით, შევეცადეთ კობა ნარჩემაშვილის კომენტარის მოპოვებას, მაგრამ მან განაცხადა, რომ მოსახლეობას ხვდება და ჩვენი შეკითხვა უპასუხოდ დატოვა.

თეგები: არჩევნები 2016ზეწოლა