ორშაბათი, 7 სექტემბერი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

დავით უსუფაშვილმა მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა

19 სექტემბერი, 2016 • ნესტან ჩაგელიშვილი • 18

დავით უსუფაშვილმა  მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა

წარდგენა ქუთაისში, ზესტაფონსა და ბაღდათში გამართა.

„რესპუბლიკური პარტიის“ ლიდერმა ქუთაისის, ზესტაფონისა და ბაღდათი-ხარაგაულის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა.

დავით უსუფაშვილმა კანდიდატი პირველად ზესტაფონში წარადგინა, სადაც ამომორჩევლებს შეხვდა და საარჩევნო პროგრამაზე ისუაბრა, მოგვიანებით კი შეხვედრები ქუთაისსა და ბაღდათში გაიმართა.

ზესტაფონის მაჟორიტარობისთვის „რესპუბლიკური“ პარტიის სახელით თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინა ხიდაშელი იბრძვის, ქუთაისის მაჟორიტარად #48-ე ოლქში ნატო ქათამაძე, ბაღდათი -ხარაგაულის მაჟორიტარობის კანდიდატი კი ნოდარ ებანოიძეა.

თეგები: არჩევნები 2016