ოთხშაბათი, 22 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

“ჩვენ ვართ თქვენს მიერ დაქირავებული ადამიანები და გვაქვს ვალდებულება ეს პრობლემები მოვაგვაროთ” (R)

19 სექტემბერი, 2016 • ნიუპრესი • 1

“ჩვენ ვართ თქვენს მიერ დაქირავებული ადამიანები და გვაქვს ვალდებულება ეს პრობლემები მოვაგვაროთ” (R)

„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ სამგორის რაიონის მე-13 ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, შოთა ხაბარელი საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, სოფელ სააკაძის მოსახლეობას შეხვდა.

დეპუტატობის კანდიდატი ადგილზე გაეცნო მოსახლეობის პრობლემებს. ამასთან, ადგილობრივებს „ქართული ოცნების“ საარჩევნო პროგრამა გააცნო.

„ჩვენი შეხვედრები არ იქნება ერთჯერადი, მხოლოდ წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში. ჩვენ ვიქნებით თქვენს სამსახურში. კარგად გვესმის ის პრობლემები, რომლებიც არსებობს ჩვენს ქვეყანაში, ჩვენ ვართ თქვენს მიერ დაქირავებული ადამიანები და გვაქვს ვალდებულება ეს პრობლემები მოვაგვაროთ“,- განაცხადა შოთა ხაბარელმა.

თეგები: არჩევნები 2016პოლიტიკა