ორშაბათი, 7 სექტემბერი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

გიორგი კოპაძემ ქვემო და ზემო სხვილისის მცხოვრებლებთან შეხვედრა გამართა (R)

19 სექტემბერი, 2016 • ნიუპრესი • 15

გიორგი კოპაძემ ქვემო და ზემო სხვილისის მცხოვრებლებთან შეხვედრა გამართა (R)

თავისუფლება , სწრაფი განვითრება , კეთილდღეობა -ეს არის თითოეული ჩვენგანის მიზანი“.

“ქართული ოცნება -დემოკრატიული საქართველოს” ახალციხისა და ადიგენის მაჟორიტარმა კანდიდატმა გიორგი კოპაძემ ქვემო სხვილისისა და ზემო სხვილისის მცხოვრებლებთან შეხვედრა გამართა. როგორც შეხვედრაზე გიორგი კოპაძემ აღნიშნა, “ქართულმა ოცნებამ“ ხელისუფლებაში მოსვლისთნავე სოფლის მეურნეობის სფეროში მასშტაბური რეფორმები წამოიწყო – ფერმერების ფინანსური მხარდაჭერა , ახალი ტექნოლოგიების დანერგვა, ადგილობრივი და საერთშორისო ბაზრების მოძიება.

„ძლიერი სოფელი ძლიერი ქვეყნის საწინდარია, ჩვენ თქვენთან ერთად მივაღწევთ დასახულ მიზანს. თავისუფლება , სწრაფი განვითრება , კეთილდღეობა -ეს არის თითოეული ჩვენგანის მიზანი“, – განაცხადა “ქართული ოცნება -დემოკრატიული საქართველოს” ახალციხისა და ადიგენის მაჟორიტარმა კანდიდატმა გიორგი კოპაძემ.

თეგები: არჩევნები 2016პოლიტიკა