September 27, 2014

ბრედ პიტმა კაბალური პირობების საქორწინო კონტრაქტზე მოაწერა ხელი

ჰოლივუდის ყველაზე ცნობილი წყვილი ანჯელინა ჯოლი და ბრედ პიტი 23 აგვისტოს დაქორწინდნენ და მკაცრ საქორწინო კონტრაქტსაც ხელი მოაწერეს. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ საქორწინო კონტრაქტის კაბალური პირობები მხოლოდ ბრედ პიტს ეხება.

იურიდიული დოკუმენტის ნაწილი მნიშვნელოვან პირობას ითვალისწინებს: თუ პიტი მეუღლეს უღალატებს გარდა ფულისა, ბავშვებზე ზრუნვის უფლებასაც დაკარგავს.. განქორწინების შემთხვევაში მთელი ფული, რომელიც ვარსკვლავებმა ერთად დააგროვეს, ექვს ბავშვზე თანაბრად გადანაწილდება. ფული, რომელიც ცოლ-ქმარმა ქორწილამდე გამოიმუშავა ცალკეა აღნიშნული.

http://wow-impulse.ru/

“info9”