კვირა, 6 სექტემბერი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

“მოსახლეობასთან შეხვედრებისას აქცენტებს ვაკეთებ თავისუფლებაზე” (R)

22 სექტემბერი, 2016 • ნიუპრესი • 21

“მოსახლეობასთან შეხვედრებისას აქცენტებს ვაკეთებ თავისუფლებაზე”  (R)

„ქართული ოცნების” მაჟორიტარობის კანდიდატები წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრები გრძელდება.

ნაძალადევის რაიონის მე-18 ოლქის მაჟორიტარობის კანდიდატი, მიხეილ ყაველაშვილი, ამომრჩევლებს შეხვდა. მან შეხვედრაზე ყურადღება გაამახვილა რაიონის განვითარების პერსპექტივებზე, ასევე ისაუბრა მომავალი საქმიანობის შესახებ. „მოსახლეობასთან შეხვედრებისას აქცენტებს ვაკეთებ თავისუფლებაზე, რაც „ქართულმა ოცნებამ“ მოიპოვა 4 წლის განმავლობაში, ასევე, მე მათ ვესაუბრე ეკონომიკის, განათლებისა და ინფრასტრუქტურის რეფორმებზე. მე ვიქნები ამ ადამიანების წარმომადგენელი პარლამენტში და მათ პრობლემების მოგვარებისთვის არ დავზოგავ ძალისხმევას. მე აღვნიშნე, რომ პარლამენტში ჩემი საქმიანობა სპორტულ საკითებსაც დაუკავშირდება და წვლილს შევიტან ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციაში“.

თეგები: არჩევნები 2016პოლიტიკა