შაბათი, 5 სექტემბერი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

არასრულწლოვნების დაკარგვის შესახებ პოლიციაში შეტყობინება არ შესულა

23 სექტემბერი, 2016 • ანი ლიპარიშვილი • 28

არასრულწლოვნების დაკარგვის შესახებ პოლიციაში შეტყობინება არ შესულა

ქუთაისში ორი მოზარდის გაუჩინარების შესახებ ინფორმაცია აქტიურად ვრცელდება.

გავრცელდა ინფორმაცია, რომ ქუთაისში, ნიკეას დასახლებაში ორი არასრულწლოვანი გაიტაცეს. მოსახლეობაში პანიკაა, ადგილობრივები მოზარდების გატაცებასთან დაკავშირებით სხვადასხვა ვერსიებს ყვებიან. ინფორმაცია ვრცელდება სოციალურ ქსელშიც.

აღნიშნულ ინფორმაციებს შსს არ ადასტურებს. უწყების პრესსამსახურის განცხადებით, მოზარდების დაკარგვის შესახებ შეტყობინება არ შესულა.

თეგები: გატაცებაინფორმაცია