სამშაბათი, 21 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

“მთავრობისთვის პრიორიტულ საკითხად რჩება სოციალურად დაუცველ მოსახლეობაზე ზრუნვა” (R)

25 სექტემბერი, 2016 • ნიუპრესი • 1

“მთავრობისთვის პრიორიტულ საკითხად  რჩება სოციალურად დაუცველ მოსახლეობაზე ზრუნვა” (R)

წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, „ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს“ ქალაქ გორის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი იოსებ მაკრახიძე წმინდაწყლისა და ჭალის დასახლებებში მცხოვრებლებს შეხვდა. მაჟორიტარობის კანდიდატმა ინფრაქსტრუქუურულ და სოციალური დაცვის პროგრამაზე ისაუბრა. შეხვედრა კითვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა . „ჩვენი ხელისუფლებისთვის კვლავ პრიორიტეტულ საკითხად რჩება სოციალურად დაუცველ მოსახლეობაზე ზრუნვა.სოციალური დაცვის პროგრამების დაფინანსება 2012 წლის შემდეგ 62,1%-ით, 1,4 მილიარდიდან 2,3 მილიარდ ლარამდე გაიზარდა, გაორმაგდა სოციალური დახმარების ბიუჯეტი და სოციალური დახმარების ოდენობა. შეიქმნა სოციალურად დაუცველი ოჯახების შეფასების ახალი, ობიექტურ კრიტერიუმებზე დაფუძნებული მეთოდოლოგია, გაუმჯობესდა სოციალური სახლების მდგომარეობა; მზრუნველობამოკლებული ბავშვებისთვის მცირე ზომის ბავშვთა სახლები ამოქმედდა“,-აღნიშნა მაკრახიძემ. როგორც დეპუტატობის კანდიდატმა აღნიშნა, კიდევ უფორო დაიხვეწება სოციალური დაცვის სისტემა; დაინერგება დაგროვებითი საპენსიო სისტემის ახალი მოდელი, რომელიც გახდება საპენსიო ასაკში ღირსეული ცხოვრების პირობებეს შექმნის. იოსებ მაკრახიძემ შეხვედრის მონაწილეებს მიაწოდა ინფორმაცია ახალ სახელმწიფო პროგრამაზეც – „ცხოვრება გრძელდება“, რაც იმ კომპანიებისთვის, რომელებიც საპენსიო ასაკის კვალიფიციური პირებს დაასაქმებენ, შეღავათების დაწესებას გულისხმობს.

თეგები: არჩევნები 2016პოლიტიკა