ოთხშაბათი, 22 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

დავით სერგეენკო და ლევან კობერიძე მედიკოსებს შეხვდნენ(R)

3 ოქტომბერი, 2016 • ნიუპრესი • 1

დავით სერგეენკო და ლევან კობერიძე მედიკოსებს  შეხვდნენ(R)

“ჩემთვის საყოველთაო ჯანდაცვა არის ჩვენი საზოგადოების სოლიდარულობის საუკეთესო გამოხატულება – ეს არის სისტემა, რომლის დახმარებითაც ქვეყანაში შექმნილი საერთო სიკეთე სამართლიანად ნაწილდება მის ყველა მოქალაქეზე”,-განაცხადა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ. ის “ქართული ოცნების” მუხიანი-გლდანის გაერთიანებული ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატთან ლევან კობერიძეს ერთად მედიკოსებს შეხვდა.

შეხვედრაზე ჯანდაცვის სისტემაში განხორციელებულ რეფორმებსა და განსახორციელებელ პროექტებზე ისაუბრეს.

„ ჯანდაცვის რეფორმა არის “ქართული ოცნების” ყველაზე ხელშესახები მიღწევა. ეს არის ჩვენი საერთო მონაპოვარი, რომელსაც ყველა მოქალაქე გრძნობს და რომელმაც უამრავი ადამიანის სიცოცხლე იხსნა“,- განაცხადა ლევან კობერიძემ.

შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. ჯანდაცვის მინისტრი მედ-პერსონალს ჯანდაცვის არსებულ სისტემის გაუმჯობესებისა და დახვეწის გზებზე, ასევე სამომავლო გეგმებზე ესაუბრა.

თეგები: არჩევნები 2016პოლიტიკა