ოთხშაბათი, 22 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ქუთაისის ოპერის თეატრი სეზონს “ტრავიატას” პრემიერით გახსნის

4 ოქტომბერი, 2016 • ანი ლიპარიშვილი • 1

ქუთაისის ოპერის თეატრი სეზონს “ტრავიატას” პრემიერით გახსნის

ქუთაისის ოპერის თეატრი დღეს სეზონს “ტრავიატას” პრემიერით გახსნის. პრემიერას და 48-ე სეზონის გახსნას კულტურის მინისტრი მიხეილ გიორგაძე დაესწრება.

ქუთაისის ოპერის თეატრში “ტრავიატას” დადგმა საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით განხორციელდა.
„ტრავიატას” საპრემიერო წარმოდგენაში მთავარ როლებს ასრულებენ: ნაირა კიკოლიაშვილი, ანზორ ხიდაშელი, ბაკურ კვირიკაშვილი, ნუცა ზაქაიძე, მარიეტა მაჩალაძე, იოსებ კიწმარიშვილი, კალისტრატე ხარჩილავა, ემილ ჩარგაზია, აკაკი იოსელიანი; თეატრის გუნდი საპრემიეროდ მთავარმა ქორმაისტერმა ნათია გოგუაძემ მოამზადა. სპექტაკლს რევაზ ჯავახიშვილი უდირიჟორებს.
”ტრავიატას” მსოფლიო პრემიერა 1853 წლის 6 მარტს ვენეციის თეატრში ”ლა ფენიჩე” შედგა.