5 ოქტომბერს ქუთაისში 950 აბონენტს ელექტროენერგია გაეთიშება. “ენერგო პროს” ინფორმაციით, შეზღუდვა სარეაბილიტაციო სამოშაოების გამო ხდება. სამუშაოები დაგეგმილია მაღალი ძაბვის ქვესადგურ “მოწამეთა”-ზე.
12:00 საათიდან 15:00 საათამდე დენის მიწოდება დროებით გაითიშება გელათის, კიბულის, კლდიაშვილის, ტყიბულის, განათლების და მიმდებარე ქუჩებზე.
ელექტროენერგიის მიწოდება სამუშაოების დასრულებისთანავე აღდგება.