ამომრჩეველთა ერთიანი სიის ფორმირების პროცესი დასრულებულია – ამის შესახებ ჟურნალისტებს ცესკოს სპიკერმა ანა მიქელაძემ განუცხადა.
მისივე ინფორმაციით, ამომრჩეველთა ერთიან სიაში 3 513 884 ამომრჩეველია რეგისტრირებული.
”კანონმდებლობის თანახმად, არჩევნების დღემდე არაუგვიანეს მეათე დღისა, ამომრჩეველთა ერთიან სიაში ცვლილებები არ შედის გარდა ერთეული გამონაკლისი შემთხვევებისა. ამომრჩეველთა ერთიან სიაში რეგისტრირებულია 3 513 884 ამომრჩეველი. ამომრჩეველთა დაბეჭდილი სიები მიეწოდება საოლქო-საარჩევნო კომისიებს”, – განაცხადა ანა მიქელაძემ.
ამომრჩეველთა ერთიანი სიის ფორმირების პროცესი დასრულდა
4 ოქტომბერი, 2016 • ნიუპრესი • 1
თეგები: არჩევნები 2016
ასევე წაიკითხეთ
სარეკლამო ბანერი • 300×250
სხვა ამბები