სამშაბათი, 21 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

“ოცნება” იგებს – გრანდიოზული შოუ ოზურგეთში (R)

5 ოქტომბერი, 2016 • ნიუპრესი • 1

“ოცნება” იგებს – გრანდიოზული შოუ ოზურგეთში (R)

ქალაქ ოზურგეთში „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ოზურგეთის ახალგაზრდულმა ორგანიზაციამ მხარდამჭერი კონცერტი მოაწყო, რომელშიც მონაწილეობა თემო მჟავიამ, ფაქომ (ლევან გოგორელიანი), ნინი გოგიჩაიშვილმა, სალომე ბაკურაძემ, ნათია დუმბაძემ, ნუცა ბუზალაძემ, თიკა მახალდიანმა და “Funky House Band”-მა მიიღეს.

„ჩვენმა ახალგაზრდულმა ორგანიზაციამ ოზურგეთისთვის ძალიან მაგარი კონცერტი მოაწყო. ჩვენ 8 ოქტომბერს აუცილებლად გავიმარჯვებთ და ოზურგეთი გადავა სწრაფი განვითარების ეტაპზე, რომელსაც ჩვენი გუნდი უზრუნველყოფს. დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს 9 ოქტომბრიდან ექნება მშვიდი, სტაბილური განვითარების შესაძლებლობა“ – განაცხადა კონცერტის დასრულების შემდეგ არჩილ თალაკვაძემ. კონცერტის თანაორგანიზატორი ცნობილი ამერიკული კომპანია “Basla Productions” გახლდათ. ღონისძიება გრანდიოზული ფეირევერკით დასრულდა.

https://www.wetransfer.com/downloads/b1fa29cdfdb0c59dff796fc47681bbd820161004102104/9945de1e8f204ca175a668a4e558a56620161004102104/875051

თეგები: არჩევნები 2016პოლიტიკა