ოთხშაბათი, 22 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

შალვა კიკნაველიძე გამარჯვებულ სპორტსმენს აეროპორტში დახვდა (R)

5 ოქტომბერი, 2016 • ნიუპრესი • 1

შალვა კიკნაველიძე გამარჯვებულ სპორტსმენს აეროპორტში დახვდა (R)

ზესტაფონის მკვიდრი 15 წლის ტარიელ სამხარაძე ტრადიციულ კარატეში ევროპის ჩემპიონი გახდა. „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ზესტაფონის მაჟორიტარობის კანდიდატი შალვა კიკნაველიძე გამარჯვებულ სპორტსმენს აეროპორტში დახვდა და მიღწეული წარმატება პირადად მიულოცა. ევროპის ჩემპიონატი ჰოლანდიაში, ქალაქ როტერდამში გაიმართა.

„საქართველოს ეროვნული ნაკრები რიგით მე-19 ევროპის ჩემპიონატში ვადო კარატეში იღებდა მონაწილეობას. საქართველოს გუნდი შეჯიბრზე 6 კაციანი შემადგენლობით წარსდგა, აქედან ერთ-ერთი ზესტაფონის მკვიდრი ტარიელ სამხარაძე იყო, რომელმაც არაჩვეულებრივად იასპარეზა და 3 მედალი მოიპოვა, აქედან ოქროს მედალი აბსოლუტურ კატეგორიაში, ვერცხლის მედალი თავის წონით კატეგორიაში და ბრინჯაოს მედალი გუნდურ კატეგორიაში. სასიხარულოა ის, რომ სამხარაძე ერთ-ერთ ძლიერ სპორტსმენად დაასახელეს. მან წინა წლის ვერცხლის მედალს ოქროს და ბრინჯაოს მედლები დაამატა. ვულოცავ სპორტსმენს, ვულოცავ რეგიონს და მადლობას ვუხდი ზესტაფონის გამგეობას, სწორედ მათი დახმარებით გაემგზავრა სამხარაძე ევროპის ჩემპიონატზე“, – საქართველოს კარატეს ეროვნული ფედერაციის გენერალური მდივანი მიხეილ მახარაძე.

„ზესტაფონელ სპორტსმენს ტარიელ სამხარაძეს ვულოცავ ამ დიდ გამარჯვებას, მინდა ვუსურვო კიდევ მეტი წარმატება, რადგან უფრო მეტი გამარჯვებული და წარმატებული ზესტაფონელი გვჭირდება ჩვენ“, – განაცხადა „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ზესტაფონის მაჟორიტარობის კანდიდატმა შალვა კიკნაველიძემ.

საქართველოს ეროვნული ნაკრები წუხელ გვიან ღამით დავით აღმაშენებლის სახელობის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ჩამოფრინდა.

თეგები: არჩევნები 2016პოლიტიკა