ოთხშაბათი, 22 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

თურქული კომპანიის თანამშრომლებმა ქუთაისში გზა გადაკეტეს

7 ოქტომბერი, 2016 • ნესტან ჩაგელიშვილი • 1

თურქული კომპანიის თანამშრომლებმა ქუთაისში გზა გადაკეტეს

„გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ ქვეკანტრაქტორი კომპანია “SMK”-ს თანამშრომლები გაიფიცნენ. გაფიცულები კომპანიისგან ხელფასების გაზრდას მოითხოვენ. მათი განცხადებით, არასათანადო პირობებში უწევთ მუშაობა.

გაფიცულებმა აღმაშენებლის გამზირზე გზა გადაკეტეს.

მომხდარის შესახებ ინფორმაციას არ ფლობენ კომპანიაში. როგორც კომპანიის თარჯიმანმა გიორგი შავაძემ „ნიუპრესთან“ საუბარში განაცხადა, გაფიცვის შესახებ ინფორმირებული არაა.

შეგახსენებთ, რომ თურქული კომპანია ქუთაისში წყლის სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ასრულებს, რისთვისაც 86 მილიონია გამოყოფილი. კომპანიის საქმიანობის გამო ქუთაისში უკმაყოფილება არაერთხელ გამოუთქვამთ.

თეგები: გზის გადაკეტვა