სამშაბათი, 21 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

გია თევდორაძე: “ვიმედოვნებ, ხელისუფლება მშვიდობიანად შეიცვლება”

8 ოქტომბერი, 2016 • ნესტან ჩაგელიშვილი • 1

გია თევდორაძე: “ვიმედოვნებ, ხელისუფლება მშვიდობიანად შეიცვლება”

“ნაციონალური მოძრაობის” ქუთაისის #47 ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა და პარტიის ქუთაისის ორგანიზაციის თავმჯდომარემ გია თევდორაძემ თავისი არჩევანი # 60 უბანზე დააფიქსირა.

თევდორაძე უბანზე ოჯახთან და შვილიშვილთან ერთად მივიდა. მისი განცხადებით, ელოდება ფორმალური მმართველობის დასრულებას და ქვეყნის განვითარებას.

თევდორაძის განცხადებით, ამ დროისთვის საარჩევნო უბნებზე სიმშვიდე შეიმჩნევა. “ვიმედოვნებ, რომ ხელისუფლება მშვიდობიანად შეიცვლება”, -განაცხადა მან.

თეგები: არჩევნები 2016