ოთხშაბათი, 22 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ქუთაისის # 26-ე საარჩევნო უბანზე დარღვევა დაფიქსირდა

8 ოქტომბერი, 2016 • ანი ლიპარიშვილი • 1

ქუთაისის # 26-ე საარჩევნო უბანზე დარღვევა დაფიქსირდა

ქუთაისის # 26-ე საარჩევნო უბანზე დარღვევა დაფიქსირდა. კომისიის წევრმა საარჩევნო უბანი დატოვა და ეზოში გავიდა.

აღნიშნული „თავისუფალი ზონის“ წევრმა მირიან დეისაძემ გააპროტესტა. მისი თქმით, ეს საარჩევნო კოდექსის დარღვევაა.

„#26-ე საარჩევნო უბნის კომისიის წევრმა შენობა დატოვა და ეზოში გავიდა, სადაც “ქართული ოცნების” კოორდინატორებთან საუბრობდა”,-განაცხადა დეისაძემ.

აღნიშნულთან დაკავშირებით შედგა საჩივრის ოქმი.

შეგახსენებთ, ამავე უბანზე ხმაური და დაპირისპირება დაფიქსირდა.

თეგები: არჩევნები 2016