სამშაბათი, 21 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ცოტნე ზურაბიანმა საკუთარი არჩევანი გააკეთა

8 ოქტომბერი, 2016 • ნიუპრესი • 1

ცოტნე ზურაბიანმა საკუთარი არჩევანი გააკეთა

წყალტუბოს მაჟორიტარი დეპუტატობი სკანდიდატმა ცოტნე უკვე გააკეთა არჩევანი. კანდიდატმა, დედასთან და დებთან ერთად, 61-ე საარჩევნო უბანზე ხმა მისცა.

“მე არჩევანი გავაკეთე საქართველოს სწრაფ განვითარებაზე, ეკონომიკურ წინსვლაზე, კეთილდრეობასა და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია თავისუფლებაზე. ანალოგიურს მოვუწოდებ წყალტუბოს მოსახლეობას – გააკეთონ ღირსეული არჩევანი. მე დარწმუნებული ვარ, რომ მათი არჩევანი იქნება წყალტუბოს წარმატებაზე და მომავალზე ორიენტირებული” – ამბობს ცოტნე ზურაბიანი.

61-ე საარჩევნო უბნის კომისიის თავმჯდომარის თქმით საარჩევნო უბანზე ამ დრომდე მაღალი აქტივობა არის დაფიქსირებული. “243 ადამიანია ამ დროისთვის მოსული. თითოეულმა მათგანმა დააფიქსირა მათი მოსაზრება. 8 საათიდან ამ დრომდე არანაირი ექსესი არ დაფიქსირებულა. ყველაფერი მშვიდ გარემოში მიმდინარეობს დარღვევების გარეშე” – განაცხადა თეიმურაზ ფარელიშვილმა, კომისიის თავმჯდომარემ. აქვე აღვნიშნავ, რომ 57-ე მაჟორიტარულ ოლქში ამომრჩეველთა რაოდენობა ერთიან სიაში 52 308-ს შეადგენს. ჯამში 68 უბანია და ამ დრომდე თითოეულ უბანზე ხმის მიცემის პროცესი მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს.