ცესკოს პირველადი წინასწარი შედეგებით საპარლამენტო არჩევნებში ”ქართულმა ოცნებამ” ხმების 53.42%, “ნაციონალურმა მოძრაობამ”, კი 24.69% მიიღო, – ამის შესახებ ცესკოში გამართულ ბრიფინგზე ცესკოს თავმჯდომარემ თამარ ჟვანიამ განაცხადა.
მისი ინფორმაციით, 3702 უბნიდან დათვლილია 423 საარჩევნო უბანი, რაც უბნების 11.43%-ს შეადგენს.
423 უბანზე დათვლილი შედეგების თანახმად „დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი – საქართველოს პატრიოტთა ალიანსი, გაერთიანებულმა ოპოზიციამ” – ხმათა 4.66% მიიღო, „პაატა ბურჭულაძე – სახელმწიფო ხალხისთვის” – 4.24%, „ირაკლი ალასანია – თავისუფალი დემოკრატები” – 3.21%, „ნინო ბურჯანაძე – დემოკრატიული მოძრაობა” 2.96%, „შალვა ნათელაშვილი – საქართველოს ლეიბორისტული პარტია” – 2.79% „უსუფაშვილი – რესპუბლიკელები” – 1.33%, „თოფაძე – მრეწველები, ჩვენი სამშობლო” – ამომრჩეველთა 0.99% მხარდაჭერა მიიღო.