სამშაბათი, 21 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ზესტაფონში მეორე ტურია მოსალოდნელი

9 ოქტომბერი, 2016 • ნიუპრესი • 1

ზესტაფონში მეორე ტურია მოსალოდნელი

ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, ზესტაფონის 52-ე მაჟორიტარულ ოლქში 44 უბნის შედეგების თანახმად, მეორე ტურია მოსალოდნელი.

ზესტაფონის 52-ე მაჟორიტარულ ოლქში ამ დროისთვის 46 უბნიდან 44 უბნის მონაცემებია დათვლილი, რომლის მიხედვით, „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ მაჟორიტარობის კანდიდატმა შალვა კიკნაველიძემ ამომრჩეველთა ხმების 43,97%, „ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარობის კანდიდატმა ბეჟან ბუცხრიკიძემ 27,76 %, დამოუკიდებელმა კანდიდატმა ილია კოკაიამ 19,98%, „უსუფაშვილი – რესპუბლიკელების“ მაჟორიტარობის კანდიდატმა თინათინ ხიდაშელმა კი 2,53% მიიღეს.

თეგები: არჩევნები 2016