სამშაბათი, 21 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

საჩხერში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატმა პაატა კვიჟინაძემ 89.06% მიიღო

9 ოქტომბერი, 2016 • ნიუპრესი • 1

საჩხერში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატმა პაატა კვიჟინაძემ 89.06% მიიღო

ცესკოს წინასწარი მონაცემებით, საჩხერის 53-ე მაჟორიტარულ ოლქში „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ მაჟორიტარობის კანდიდატმა პაატა კვიჟინაძემ 89.06% მიიღო.
გარდა ამისა, აღნიშნულ ოლქში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარობის კანდიდატმა ზურაბ ცერცვაძემ 5.4%, „პაატა ბურჭულაძე – სახელმწიფო ხალხისთვის“ მაჟორიტარობის კანდიდატმა გიორგი სამხარაძემ 1.75% მიიღო.
საჩხერის 53-ე მაჟორიტარულ ოლქში ამ დროისთვის 55 უბნიდან დათვლილია 53 უბნის მონაცემები.
რაც შეეხება პაატა კვიჟინაძეს, ის საპარლამენტო ფრაქცია “ქართული ოცნება – კონსერვატორების“ წევრია და ზვიად ძიძიგურის პოლიტიკურ გაერთიანებას წარმოადგენდა, თუმცა ამ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობა „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ საარჩევნო სიით მიიღო.

თეგები: არჩევნები 2016