ოთხშაბათი, 22 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

წყალტუბოში ცოტნე ზურაბიანი ლიდერობს

9 ოქტომბერი, 2016 • ნიუპრესი • 1

წყალტუბოში ცოტნე ზურაბიანი ლიდერობს

ცესკოს წინასწარი, მონაცემებით წყალტუბოს მაჟორიტარობის კანდიდატი 52,69%-ით ლიდერობს.

57-ე მაჟორიტარულ ოლქში ამ დროისთვის 68 უბნიდან დათვლილია 66 უბნის მონაცემები.

“ძალიან დიდი მადლობა ამომრჩეველს და საარჩევნო შტაბს, რომ გააკეთეს მაქსიმუმი. 200-მდე შეხვედრა ჩავატარეთ ჯამში მოსახლეობასთან. ძალიან კმაყოფილები ვართ შედეგებით. წყალტუბომ ღირსეული არჩევანი გააკეთა. ჩვენ აუცილებლად გავუმართლებთ წყალტუბოს იმედებს და შევასრულებთ იმ დანაპირებს, რომელიც მივეცით ჩვენს თანამოქალაქეებს” , – ამბობს ცოტნე ზურაბიანი, “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი.

წყალტუბოში „ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარობის კანდიდატმა 32.52%, “ირაკლი ალასანია – თავისუფალი დემოკრატები” მაჟორიტარობის კანდიდატმა ვალერი ჩეჩელაშვილმა- 4.56% მიიღო.

თეგები: არჩევნები 2016