სამშაბათი, 21 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

“მოგვეცით მუშაობის საშუალება”

9 ოქტომბერი, 2016 • ნიუპრესი • 1

“მოგვეცით მუშაობის საშუალება”

“მოგვეცით მუშაობის საშუალება”- ქუთაისში მოქმედი მედიასაშუალებების წარმომადგენლები განცხადებას აკეთებენ.

ჟურნალისტები ყველა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელს მოუწოდებენ, პროფესიული საქმიანობის განხორციელებაში ხელი არ შეუშალონ. ჟურნალისტები ქუთაისის 90-ე საარჩევნო უბანზე მომხდარ ძალადობის ფაქტს გმობენ და შესაბამის ორგანოებს დროული და ობიექტური გამოძიებისკენ მოუწოდებენ.

შეგახსენებთ, რომ გუშინ ავანგარდის დასახლებაში არსებულ 90-ე საარჩევნო უბანზე ყოფილი და მოქმედი ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის დაპირისპირება მოხდა, რის შემდეგადაც “ქართული ოცნების” წევრებმა მხარდამჭერებმა ჟურნალისტებს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და აპარატურა დაუზიანეს.