სამშაბათი, 21 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

იმერეთის 12-ივე მუნიციპალიტეტში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარები ლიდერობენ

9 ოქტომბერი, 2016 • ნიუპრესი • 1

იმერეთის 12-ივე მუნიციპალიტეტში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარები ლიდერობენ

იმერეთის 12 მუნიციპალიტეტიდან 11 მაჟორიტარ დეპუტატს ირჩევენ. ამათგან 3 ქუთაისის წარმომადგენელი იქნება, რვა კი გაერთიანებული ოლქების.

ქუთაისის სამივე ოლქში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები ლიდერობენ, თუმცა ვერც ერთმა გადალახა 51%-იანი ბარიერი, ამიტომაც სამივე ოლქში მეორე ტური დაინიშნება.

რაც შეეხება სხვა ოლქებს, წყალტუბოს #57-ე ოლქში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ცოტნე ზურაბიანი ლიდერობს 52.69 %„-ით, მეორე ადგილზეა, მამუკა საღარეიშვილი 32.5 % „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან”, მესამე ადგილს „პატრიოტთა ალიანსის“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ზვიად ჩიხლაძე იკავებს.

ზესტაფონის -#52 მაჟორიტარული ოლქში: პირველ ადგილზეა შალვა კიკნაველიძე 43.97 %„ქართული ოცნება“ , მეორეზე ბეჟან ბუცხრიკიძე: 27.76 % „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”, შემდეგია ილია კოკაია: 19.98 % დამოუკიდებელი კანდიდატი, მეოთხე ადგილზეა თინათინ ხიდაშელი : 2.53 %-ით.

ხარაგაული-ბაღდათის #51 მაჟორიტარული ოლქში კობა ლურსმანაშვილი: 47.15 % „ქართული ოცნება”, გიორგი რობაქიძე: 26.19 %„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” ნოდარ ებანოიძე: 7.68 %„უსუფაშვილი – რესპუბლიკელები”. აღნიშნულ ოლქში მეორე ტურია მოსალოდნელი.

ვანისა და ხონის მუმიციპალიტეტების #54 მაჟორიტარულ ოლქში
გრიგოლ ლილუაშვილი: 59.13 % „ქართული ოცნება“, ზურაბ ჯიბუხაია: 22.48 % „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”, მელორ ტყეშელაშვილი: 11.95 %„პაატა ბურჭულაძე – სახელმწიფო ხალხისთვის”.

ჭიათურის #56 მაჟორიტარულ ოლქში სულხან მახათაძე 34.35 %„ქართული ოცნება“, თეიმურაზ გაფრინდაშვილი 19.11 %„ირაკლი ალასანია – თავისუფალი დემოკრატები“, პროკოფ ჩიკვილაძე: 16.86 % „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”.

საჩხერის 53-ე მაჟორიტარულ ოლქში „ქართული ოცნების“ კანდიდატმა პაატა კვიჟინაძემ 89.06% მიიღო, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარობის კანდიდატმა ზურაბ ცერცვაძემ 5.4%, „პაატა ბურჭულაძე – სახელმწიფო ხალხისთვის“ მაჟორიტარობის კანდიდატმა გიორგი სამხარაძემ 1.75% .

სამტრედიის #54-ე ოლქში ლიდერობს “ქართული ოცნების” კანდიდატი გია მიქელაძე 57, 48%-ით, მეორე ადგილზე “ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატი მერაბ ჯანელიძე 33,21%, მესამეზე “პაატა ბურჭულაძე-სახელმჭიფო ხალხისთვის” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი პაატა მანჯგალაძე 3,3%.

თერჯოლა-ტყიბულის 49-ე ოლქის მონაცემებით, “ქართული ოცნების” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ელგუჯა გოცირიძემ გაიმარჯვა 50, 02%-ით, მეორე ადგილზეა არის ოთარ კახიძე “ერთიანი ნაციონალური” მოძრაობა 33, 09%-ით.

შეგახსენებთ, რომ ეს ცესკოს წინასწარი მონაცემებია.

თეგები: არჩევნები 2016