ქუთაისში ნიუპორტის ქუჩაზე ხანძარი გაჩნდა.
როგორც საგანგებო სიტუაციების სამსახურში აცხადებენ, დაიწვა საცხოვრებელი სახლის სხვენი.
ამ დროისათვის ადგილზე იმყოფება სახანძრო-სამაშველო სამსახური რამდენიმე ეკიპაჟი.
მეხანძრეებმა ცეცხლის ლოკალიზება დროულად შეძლეს.
ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა, ზარალიც უმნიშვნელოა.