ოთხშაბათი, 22 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ირაკლი ალასანია “თავისუფალ დემოკრატებს” ტოვებს?

10 ოქტომბერი, 2016 • ნესტან ჩაგელიშვილი • 1

ირაკლი ალასანია “თავისუფალ დემოკრატებს” ტოვებს?

“თავისუფალი დემოკრატები” ალექსი პეტრიაშვილმა დატოვა. არსებული ინფორმაციით, შესაძლოა, პარტია მისმა ლიდერმა ირაკლი ალასანიამაც დატოვოს. პარტიის ოფისში საგანგებო ბრიფინგი დღეს, 15:00 საათზე გაიმართება. “თავისუფალი დემოკრატები” ბრიფინგის თემას ჯერჯერობით არ აკონკრეტებენ. შესაძლოა, მოსალოდნელი ბრიფინგი სწორედ ალასანიას მიერ პარტიის დატოვებას უკავშირდებოდეს. გავრცელებული ინფორმაციით, პარტიის დატოვებას გეგმავენ ასევე მაია ფანჯიკიძე, ვიქტორ დოლიძე, გია ცაგარეიშვილი, ზურაბ აბაშიძე.

თეგები: ირაკლი ალასანია