სამშაბათი, 21 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ტყიბულში იარაღის შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

16 ოქტომბერი, 2016 • ნიუპრესი • 1

ტყიბულში იარაღის შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ტყიბულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით, 1986 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ზ.ს. დააკავეს.

სამართალდამცველებმა, ბრალდებულის პირადი ჩხრეკისას, „ტე-ტე“-ს სისტემის ცეცხლსასროლი იარაღი, 1 მჭიდი და 8 საბრძოლო ვაზნა ამოიღეს.

შსს-ს ინფორმაციით, დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 236-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით).

დაკავებულს 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

თეგები: დაკავება