ცესკო-მ არჩევნების მეორე ტური 30 ოქტომბერს ოფიციალურად დანიშნა.
ცესკო-ს წევრებმა კენჭი უყარეს განკარგულებას, რომლის თანახმად, არჩევნების მეორე ტური 30 ოქტომბერს დაინიშნა.
მეორე ტური 48 მაჟორიტარულ ოლქში დაინიშნა, რადგან ორ ოლქში განმეორებითი კენჭისყრაა დაგეგმილი.
განმეორებითი კენჭისყრა 22 ოქტომბერს დაინიშნა.