სამშაბათი, 21 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ცესკოს წინასწარი შედეგებით, მარნეულში „ნაციონალური მოძრაობის“, ზუგდიდში კი „ქართული ოცნების“ კანდიდატმა გაიმარჯვა

23 ოქტომბერი, 2016 • ნიუპრესი • 1

ცესკოს წინასწარი შედეგებით, მარნეულში „ნაციონალური მოძრაობის“, ზუგდიდში კი „ქართული ოცნების“ კანდიდატმა გაიმარჯვა

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ განმეორებითი კენჭისყრის წინასწარი შედეგები გამოაქვეყნა. როგორც ცესკო-ს სპიკერმა ანა მიქელაძემ საინფორმაციო ბრიფინგზე განაცხადა, განმეორებითი კენჭისყრის შემაჯამებელი ოქმის მიხედვით, მარნეულის #48-ე საარჩევნო უბანზე „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა აკმამედ იმამკულიევმა 381 ხმა მიიღო, ხოლო „ქართული ოცნების“ კანდიდატმა თამაზ ნავერიანმა 313ხმა.

რაც შეეხება ზუგდიდს, წინასწარი მონაცემების მიხედვით, 66-ე ზუგდიდის მაჟორიტარულ ოლქში „ქართული ოცნების“ კანდიდატ ედიშერ თოლორაიას მხარი 981-მა ამომრჩეველმა დაუჭირა, “ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატ სანდრა რულოვსს კი 438-მა.