ქუთაისის მერიამ მიმდინარე წელს ადგილობრივი ბიუჯეტიდან 19 კულტურული ღონისძიება დააფინანსა. ამთგან ნაწილი სოლო კონცერტი, ნაწილი კი ჯგუფების შემოქმედება იყო. საერთო ჯამში მუსიკოს- შემსრულებლებს მერიამ 129 655 ლარი გადაუხადა. აღნიშნულ თანხაში არ შედის ღონისძიებების მოწყობის საორგანიზაციო სამუაოებისთვის განკუთვნილი თანხები. ადგილობრივმა თვითმმართველობამ, ქალაქში დაგეგმილი კონცერტისათვის, ჯგუფებს, „Lost in Music”, “ჯგუფი 13“, “New Face” თითოს 1 250 ლარი გადაუხადა. „ქართულ ხმებს“ 12 500 ლარი, ვაჟა დურგლიშვილს 3 750 ლარი, სალომე ბაკურაძეს 1 125 ლარი, ჯგუფ „მუზეუმს“ 1 875 ლარი.
მუსიკოს რომან რცხილაძეს ქალაქის თვითმმართველობამ 10 000 ლარი გადაუხადა. ვაჟა აზარაშვილს 2 000 ლარი, ანიტა რაჭველიშვილს და ნიკოლოზ რაჭველს ჯამში 30 ათასი ლარი, ვახტანგ კახიძეს 25 000 ლარი. ანსამბლ „შვიდკაცას“ 6 030 ლარი. ნატო მეტონიძეს 1 875 ლარი. ნუკრი კაპანაძეს და ნინო ჩხიკვაძეს 1 500-1 500 ლარი. ეთნო-ჯაზ ჯგუფ „ირიაოს“ 5 000 ლარი. მარიკა კვალიაშვილს 8 750 ლარი, ხოლო თემურ წიკლაურს 15 000 ლარი გადაუხადეს.