ქუთაისში, გელათის ქუჩაზე ხანძარია. როგორც საგანგებო სიტუაციების სამსახურში აცხადებენ, დაიწვა საცხოვრებელი სახლის სხვენი.
ძლიერი ქარის გამო ცეცხლი საცხოვრებელ სახლსაც გადაედო.
ამ დროისათვის ადგილზე იმყოფება სახანძრო-სამაშველო სამსახური რამდენიმე ეკიპაჟი.
მეხანძრეები ცეცხლის კერების ლოკალიზებას ცდილობენ.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.