განათლების მართვის საინფორმაციო სისტემიდან გამოთხოვილი ინფორმაციის მიხედვითაც ცნობილი ხდება იმ სკოლების ათეული, სადაც ყველაზე მეტი სერტიფიცირებული პედაგოგი ასწავლის. მათ შორის მოხვდა ქუთაისის #1 და #41 საჯარო სკოლები. ყველაზე მეტი სერტიფიცირებული მასწავლებელი №51 საჯარო სკოლა ჰყავს.
სსიპ გალაკტიონ ტაბიძის სახელობის ქალაქ თბილისის №51 საჯარო სკოლა – 99 უფროსი, 2 წამყვანი მასწავლებელი. სულ 101.
შპს თბილისის ზოგადსაგანმანათლებლო სკოლა-ლიცეუმი მწიგნობართუხუცესი – 79 უფროსი, 3 წამყვანი მასწავლებელი. სულ 82.
სსიპ ანდრია რაზმაძის სახელობის ქალაქ ქუთაისის №41 ფიზიკა – მათემატიკის საჯარო სკოლა – 72 უფროსი, 4 წამყვანი მასწავლებელი. სულ 76.
სსიპ ჟიული შარტავას სახელობის ქალაქ რუსთავის №4 საჯარო სკოლა – 69 უფროსი მასწავლებელი.
შპს №1 სკოლა.(გოქაძის სკოლა) ქუთაისი – 65 უფროსი, 2 წამყვანი მასწავლებელი. სულ 67.
სსიპ ვლადიმირ კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის №199 საჯარო სკოლა – 56 უფროსი, 8 წამყვანი მასწავლებელი. სულ 64.
სსიპ ქალაქ თბილისის №147 საჯარო სკოლა – 64 უფროსი მასწავლებელი.
სსიპ აკაკი წერეთლის სახელობის ქალაქ ქუთაისის №1 საჯარო სკოლა – 56 უფროსი, 2 წამყვანი მასწავლებელი. სულ 58.
სსიპ ქალაქ თბილისის №175 საჯარო სკოლა – 58 უფროსი მასწავლებელი.
სსიპ ქალაქ თბილისის №24 საჯარო სკოლა – 57 უფროსი მასწავლებელი. ამდენივე უფროსი მასწავლებელი ჰყავს ასევე შპს ქართულ-ამერიკული უმაღლეს სკოლას თბილისში.
რაც შეეხება წამყვანი მასწავლებლების რაოდენობას, ყველაზე მეტი, 8 წამყვანი მასწავლებელი, სსიპ ვლადიმირ კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის №199 საჯარო სკოლას ჰყავს.
წყარო:pia.ge