შაბათი, 5 სექტემბერი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ქუთაისში ღვაწლმოსილი მძღოლები დააჯილდოვეს

29 ოქტომბერი, 2016 • ანი ლიპარიშვილი • 24

ქუთაისში  ღვაწლმოსილი მძღოლები დააჯილდოვეს

ღონისძიება ქალაქის თვითმმართველობის ინიციატივით განხორციელდა.

ქუთაისში ღვაწლმოსილი მძღოლები დააჯილდოვეს. ადგილობრივი თვითმმართველობის ინიციატივით მძღოლების პროფესიული დღე ხარაზოვის ბაღში აღინიშნა.

ქალაქის მერის მოადგილემ კონსტანტინე ქავთარაძემ ღონისძიების მონაწილეებს დღევანდე დღე მიულოცა. მან 5 ღვაწლმოსილ მძღოლს სიგელები გადასცა.

“ქალაქის მერიის მიერ დაიგეგმა ღონისძიება, რომ მძღოლების პროფესიული დღე აღნიშნულიყო. ღონისძიებაში მონაწილეობს საზოგადოებრივი ტრანსპორტის, სახანძროსა და სასწრაფოს მძღოლები, რომლებსაც დღევანდელი დღე მივულოცეთ, ხოლო 5 ღვაწლმოსილი მძღოლი სიგელებით დავაჯილდოვეთ”,-განაცხადა კონსტანტინე ქავთარაძემ.

თეგები: მძღოლები